ეს საინტერესოა: ინტერნეტ-სიახლეების მკითხველთა რიცხვმა პირველად გადააჭარბა გაზეთების მკითხველთა რიცხვს | მსოფლიოს ამბები | ||
პირველად თანამედროვე ჟურნალისტიკის ისტორიაში იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც ბოლო სიახლეებს ინტერნეტ-საშუალებების დახმარებით ეცნობიან, გადააჭარბა მათ რიცხვს, ვინც ქრონიკას ტრადიციულ ქაღალდის გაზეთებში კითხულობს. ამის შესახებ გამოცემა Mashable იტყობინება. კვლევითი ცენტრ Pew Project for Excellence in Journalism-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპოდენტთა 34% სიახლეებს ქსელში კითხულობს, მაშინ, როცა 31% მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაცნობას უპირატესობას ანიჭებს გაზეთებიდან. 18-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში ინტერნეტ-საშუალებების მკითხველთა რაოდენობა 65%-ს აღწევს. Pew Project-ის გამოკვლევის შედეგები ინტერნეტ-საშუალებათა მორიგი გამარჯვების მოწმობა გახდა. მანამდე კვლევითი კომპანია eMarketerიტყობინებოდა, რომ გასული წლის დეკემბერში ინტერნეტში განთავსებული რეკლამის მოცულობამ პირველად გადააჭარბა ტრადიციული ქაღალდის მასმედიის საშუალებებს აშშ-ში. რეკლამის სფეროში მომუშავეები უპირატესობას ანიჭებენ ონლაინ-რეკლამას, ვინაიდან სულ უფრო მეტი კლიენტი ინტერნეტით სარგებლობას იწყებს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ანალოგიური სიტუაცია რუსულ ბაზარზე შესაძლოა უკვე 2011 წლის მეორე კვარტალში ჩამოყალიბდეს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1647.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 მარ. 2011, 09:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.