საზოგადოება: საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში ხანგრძლივი პაემნები ამოქმედდა | საქართველოს ამბები | ||
18 მარტიდან საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში ხანგრძლივი პაემნები ამოქმედდა. ამ მომსახურებით პირველები არასრულწლოვანი პატიმრები ისარგებლებენ. ხანგრძლივი პაემნები შემოღებულია რუსთავის #16 და #6 დაწესებულებებში, ხოლო ნახევრად ღია ტიპის დანარჩენ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება. კანონის მიხედვით, პატიმრებს უფლება ექნებათ, წელიწადში ორჯერ ისარგებლონ 24 საათიანი პაემნებით შვილებთან, მეუღლეებთან, მშობლებთან, ნათესავებთან, დებთან და ძმებთან. ისინი ფასიანი იქნება. ასეთი ხანგრძლივი პაემნები არ იქნება დაშვებული კარანტინის რეჟიმში, ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ან იმ პატიმრებისათვის, რომლებიც დისციპლინარულ სასჯელს იხდიან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1636.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 მარ. 2011, 10:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.