ეკონომიკა: საფრანგეთი აღარ არის ლიდერი ღვინის გაყიდვების მიხედვით | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2010 წლის შედეგებით, პირველად ისტორიაში აშშ-მ გაუსწრო საფრანგეთს ღვინის გაყიდვებით. ამის შესახებ წერს გაზეთი The Daily Telegraphკონსტალტინგური კომპანია Gomberg, Fredrikson & Associate-ის მონაცემებზე მინიშნებით. შარშან ღვინის ამერიკული მწარმოებლების მიწოდებათა ერთობლივი მოცულობა, 2009 წელთან შედარებით, 4 პროცენტით გაიზარდა და 30 მლრდ დოლარს მიაღწია. მთლიანობაში 2010 წლის განმავლობაში აშშ-ის ღვინის ბაზარი ორი პროცენტით გაიზარდა, დაახლოებით 330 მლნ ყუთამდე. საფრანგეთში ანალოგიურმა მაჩვენებელმა თითქმის 321 მლნ ყუთი შეადგინა. ამერიკული ბაზრის საერთო მოცულობაში კალიფორნიული ღვინოების წილი 61%-ს შეადგენს. შარშან მათი გაყიდვები ერთი პროცენტით გაიზარდა და 200 მლნ ყუთს მიაღწია. ამავდროულად, ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარების მიხედვით საფრანგეთი კვლავ მსოფლიო ლიდერია და უსწრებს აშშ-ს. 2010 წელს ფრანგებმა ერთ ადამიანზე საშუალოდ 46 ლიტრი ღვინო დალიეს, ამერიკელებმა კი - 9.8 ლიტრი. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1633.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 მარ. 2011, 10:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.