ეს საინტერესოა: მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოცემის საიტი ფასიანი გახდება | მსოფლიოს ამბები | ||
28 მარტიდან ამერიკული გამოცემა The New York Times აშშ-დან და მთელი მსოფლიოდან თავის საიტზე შესვლისათვის გადასახადს დააწესებს. ამის შესახებ საიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი. ხუთშაბათს გაზეთმა უკვე გაუშვა სატესტო რეჟიმში ფასიანი ონლაინ-გამოწერა კანადაში. გაზეთის ქაღალდის ვერსიის გამომწერები უფასოდ თვეში მხოლოდ 20 სტატიის კითხვას შეძლებენ. შემდეგ მათ თვეში საიტთან და მობილური მოწყობილობებისათვის განკუთვნულ საიტის ვერსიასთან წვდომის სანაცვლოდ თანხის გადახდა მოუწევთ, რომელიც 15 აშშ დოლარიდან იწყება. უფასო დარჩება მხოლოდ განყოფილება Top News(მთავარი ამბები), თუმცა მხოლოდ მობილური მოწყობილობებისათვის. მკითხველები, რომლებიც საიტზე ბლოგების, სოციალური ქსელების ან საძიებო სისტემების საშუალებით მოხვდებიან, ზოგიერთი სტატიის უფასოდ ნახვას შეძლებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ უკვე ექნებათ ამოწურული თვიური ლიმიტი. მაგრამ, ამასთან, ზოგიერთი საძიებო სისტემისათვის ასევე იმოქმედებს შეზღუდვები. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1626.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 მარ. 2011, 09:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.