ეკონომიკა: კახეთში გლეხები ვერ იყენებენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას | საქართველოს ამბები | ||
კახეთში გლეხები ვერ იყენებენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. ყვარელის რაიონის სოფელ ახალსოფლისა და ლაგოდეხის რაიონის სოფელ ვარდისუბნის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ვერ იყენებენ რეგიონისათვის გადაცემულ ტრაქტორებს იმ მიზეზით, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულთა 70% დაუმუშავებელი რჩება. მათი თქმით, ტრაქტორებით ძირითადად მათი მფლობელები სარგებლობენ, სხვა პირთათვის კი გადასახადი საკმაოდ მაღალია. დღესდღეობით ნახევარი ჰექტარი მიწის დასამუშავებლად 80-100 ლარის გადახდაა საჭირო. ამას გარდა, ძირითად პრობლემად გლეხები საწვავისა და საკვები პროდუქტების ფასების ზრდას ასახელებენ. მოცემული საკითხი ისინი სოფლის მეურნეობის მინისტრთან და კახეთის გუბერნატორთან შეხვედრაზე წამოაყენეს. გუბერნატორმა გია ღვინიაშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონში დამატებით ტრაქტორებს ჩამოიყვანს და პრობლემა გადაიჭრება. შეხვედრაზე სოფლის-მეურნეობის უწყების უფროსმა ბაკურ კვეზერელმა გააცნო გლეხებს სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა. „თუ თქვენ სიმინდის წარმოება 1 ჰექტარზე გსურთ, მაშინ სოფლის რწმუნებულისაგან მიიღებთ თესლებს და ღირებულებას 7 თვის განმავლობაში დაფარავთ. თუ სიმინდის წარმოება 1 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაქვთ განზრახული, მაშინ თესლებს სოფლის მეურნეობის კორპორაციის საწყობიდან მიიღებთ. კახეთში ასეთი საწყობი ლაგოდეხში მდებარეობს“, - აღნიშნა მან. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1624.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 მარ. 2011, 09:21 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.