ეკონომიკა: საქართველოში საარსებო მინიმუმი 158.7 ლარამდე გაიზარდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2011 წლის თებერვლის მონაცემებით, ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 158.7 ლარამდე გაიზარდა. „საარსებო მინიმუმი ფასთა დონის შესაბამისად გამოითვლება, თებერვალში კი ფასთა დონე დაახლოებით 14%-ით გაიზარდა“, - განუცხადა „მედიანიუსს“ ეკონომიკის საკითხების ექსპერტმა ნოდარ ხადურმა. შესაბამისად, იანვართან შედარებით საარსებო მინიმუმი ექვსი ლარით გაიზარდა. „მთავარი ის არაა, როგორ ვიანგარიშოთ ეს თანხა, არამედ ის, როგორ იყო დადგენილი, რა სჭირდება ადამიანს არსებობისათვის. ამას ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს, რომლის მონაცემებითაც შემდეგ სტატისტიკის დეპარტამენტი საარსებო მინიმუმს ანგარიშობს. იანვარსა და თებერვალში საარსებო მინიმუმის კალათაში ერთი და იგივე პროდუქტები შედიოდა, მაგრამ ფასთა ზრდამ საარსებო მინიმუმის ზრდა გამოიწვია“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. ცნობისათვის: 2011 წლის თებერვლის მონაცემებით, ორი ადამიანისაგან შენდგარი ოჯახისათვის საარსებო მინიმუმი 224.9 ლარს შეადგენს, სამი ადამიანისაგან შემდგარი ოჯახისათვის - 253.1 ლარს, ოთხი ადამიანისაგან შემდგარი ოჯახისათვის - 281.2 ლარს. ხუთი ადამიანისათვის შემდგარი ოჯახისათვის საარსებო მინიმუმი 316.3 ლარს შეადგენს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1623.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 მარ. 2011, 09:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.