საზოგადოება: საქართველოს მუსულმანები ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს აღნიშავენ | საქართველოს ამბები | ||
ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს - გაზაფხულის, ახალი სიცოცხლისა და საგაზაფხული მიწის სამუშაოების დღესასწაულს დღეს, 17 მარტს, თბილისში აღნიშნავენ, იტყობინება “GHN“. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. კერძოდ, ხუთშაბათს 15:00 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართება კონცერტი, რომლის ორგანიზატორებია აზერბაიჯანის ბიზნეს-ასოციაცია საქართველოში (AZEBI) და საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი. ამას გარდა, რესტორან „სოფლის სახლში“ ქართულ-აზერბაიჯანული პროგრამა იქნება წარმოდგენილი. დღესასწაულს თბილისის მერი გიგი უგულავა, ხელისუფლებათა წარმომადგენლები და ქართული პარლამენტის დეპუტატები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული სამყაროს ბოლო დღის დასასრულსა და ერთდროულად სამარადისო სიცოცხლის დადგომას სიმბოლიზირებს. კავკასიაში ნოვრუზ ბაირამს ტრადიციულად აღნიშნავს ისლამის მიმდევარი მოსახლეობა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1619.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 მარ. 2011, 09:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.