ეკონომიკა: გარემოს დაცვის სამინისტრის რეორგანიზაცია 18 მარტს დაიწყება | საქართველოს ამბები | ||
გარემოს დაცვის და რესურსების სამინისტროს რეორგენიზაცია 18 მარტიდან დაიწყება, განაცხადა მინისტრმა გოგა ხაჩიძემ. სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხი პარლამენტში 11 მარტს იქნა დამტკიცებული და ცვლილების თანახმად, უწყების მთელი რიგი ფუნქციები სხვა სამინისტროების კონტროლის სფეროში გადავა. შეგახსენებთ, რომ რეორგანიზაციის შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელწოდება შეეცვლება და მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს სახელი დარჩება. ბუნებრივი რესურსები ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარების სფეროში გადადის, რომელსაც შესაბამისად ენერეგტიკისა და ბუნებრივი რესურების სამინისტროს სახელი მიენიჭება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1617.html
| |||
განათავსა - consul | 17 მარ. 2011, 09:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.