შოუ-ბიზნესი: პოპულარული სერიალი 22 წლის უწყვეტი მუშაობის შემდეგ იხურება | მსოფლიოს ამბები | ||
კომპანია ITV აპირებს დახუროს სერიალი „აგატა კრისტის პუარო“ 22 წლის უწყვეტი მუშაობის შემდეგ. ამგვარად, დევიდ სუშე, რომელმაც ბელგიელი გამომძიებლის წყალობით გაითქვა სახელი, უმუშევარი დარჩა. 1989 წლიდან იგი პოპულარულ სერიალში იღებდა მონაწილეობას, რომლის აუდიტორიასაც მთელი მსოფლიოს გარშემო 330 მლნ ადამიანი შეადგენდა. სუშე გეგმავდა, რომ აგატა კრისტის ყველა ნაწარმოები იქნებოდა ეკრანიზირებული. მაყურებლებმა თითქმის ყველა ნაწარმოების ეკრანიზაცია იხილეს, ბოლო ექვსი წიგნის გარდა. მუშაობა ამით უნდა დასრულებულიყო. მაგრამ, როგორც სერიალის გადამღები კომპანია ITV-ის წყაროებმა განაცხადეს, ყველაფერი დასრულდა. „უკანასკნელ დროს ძალიან რთული იყო რაიმე ფულის შოვნა სერიალის დასაფინანსებლად“, - თქვა მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა, - „ახლა გადაღების ფული საერთოდ არაა. როგორც ჩანს, მეტი სერია აღარ გამოვა“. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1616.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 მარ. 2011, 09:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.