პოლიტიკა: ჯონ მაქეინი: საქართველოს რუსეთისაგან დასაცავად თავდაცვითი იარაღი უნდა ჰქონდეს | საქართველოს ამბები | ||
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრა ჩაატარა, იტყობინება “GHN“. როგორც შეხვედრის შემდეგ სენატორმა ჯონ მაქეინმა თქვა, საქართველოს უნდა ჰქონდეს თავდაცვითი იარაღი და ამის მიღწევის მიზანი. „ჩვენ მრავალი საკითხი განივიხილეთ, მათ შორის საქართველოსათვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაც. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში და თავისი ტერიტორიების ხელყოფის შესაკავებლად თავდაცვის შესაძლებლობა ჰქონდეს. ჩემთვისა და რამდენიმე ადამიანისათვის პრიორიტეტია ის, რომ დავარწმუნოთ აშშ-ის მთავრობა იმაში, რომ საქართველოს თავდაცვითი იარაღი უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა მაქეინმა. ამასთან ერთად, იგი საქართველოს რეფორმების თემას შეეხო და ეკონომიკურ სფეროში განსაკუთრებული წარმატება აღნიშნა. „ჩვენ ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობდით. საქართველო გულწრფელად იმსახურებს ქებას ეკონომიკური განვითარებისათვის, რომელმაც მან დემოკრატიის გზაზე მიაღწია“, - თქვა სენატორმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტით უკვე ერთი კვირის განმავლობაში იმყოფება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1615.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 მარ. 2011, 09:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.