პოლიტიკა: ნინო ბურჯანაძე: საქართველო მოდერნიზებული საბჭოთა კავშირია | საქართველოს ამბები | ||
საქართველო მოდერნიზებული საბჭოთა კავშირია, რომელსაც ნეობოლშევიკები მართავენ, მიაჩნია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, იტყობინება „GHN“. „ჩვენ დასავლეთის ადეკვატური რეაგირება გვჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას პრაქტიკულად ნეობოლშევიკები მართავენ და საქართველო მოდერნიზებული საბჭოთა კავშირია“, - განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს თბილისში ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ქართული ხალხი აღარ აპირებს იმ სიტუაციის ატანას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 მარტს, ჩატარდა თბილისში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის აუდრონიუს აჟუბალისის შეხვედრა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერთან ნინო ბურჯანაძესთან, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან თინა ხიდაშელთან, ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანთან ნესტან კირტაძესთან, „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელთან მანანა ნაჭყებიასთან და ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელთან ნიკა ლალიაშვილთან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1612.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 მარ. 2011, 22:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.