ეკონომიკა: ალასანია: სოფლის მეურნეობის ფინანსირება ხუთჯერ უნდა გაიზარდოს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია 16 მარტს გურჯაანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემები განიხილა. მისი თქმით, მთავრობამ აგრარული სექტორი განსაკუთრებული პრიორიტეტების რანგში უნდა აიყვანოს და დარგის ფინანსირება ხუთჯერ გაზარდოს. „საჭიროა ირიგაციული სისტემისა და სხვა ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანა, გლეხებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, გრძელვადიანი კრედიტები აიღონ და თავად განკარგონ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. საჭიროა რუსული ბაზრის დაბრუნებაც“, - განაცხადა ალასანიამ. შეკითხვაზე, მზადაა თუ არა საქართველო რევოლუციისთვის, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ „მისთვის ძალადობის ნებისმიერი გზა მიუღებელია“. „ძალადობის ნებისმიერი გზა მიუღებელია, მაგრამ სამოქალაქო აქტიურობა აუცილებელია. სწორედ ამიტომ ვცდილობთ ჩვენი საამომრჩევლო გარემოს შეცვლას. სწორედ ამიტომ ჩავერთეთ ამ პროცესში, რათა გამოვიყენოთ ყველაზე ძლიერი იარაღი - საკუთარი მოქალაქეების ხმებით ვაწარმოოთ ის ცვლილებები, რომლებიც გვჭირდება“, - აღნიშნა ალასანიამ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1611.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 მარ. 2011, 22:21 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.