საზოგადოება: იაპონიაში დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა 13 000 აღწევს | მსოფლიოს ამბები | ||
ხელისუფლების ვარაუდით, პარასკევს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარი მიწისძვრის შედეგად,13 ათასამდე ადამინი დაიღუპა და დაიკარგა. ამის შესახებ ინფრომაციას იაპონური ტელეარხი NHK ავრცელებს. პოლიციის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 4 340 ადამიანს მიაღწია. მანმდე 4 164 ადამიანის გარდაცვალების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია,სართო ჯამში კი დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა 12 ათას გადააჭარბა. თავის დროს, სააგენტო კიოდომ განაცხადა, რომ ქალაქ ისინოკამში, რომელიც მიწისძვრებისა და ცუნამის შედეგად მიაგის პრეფექტურასთან შედარებით ბევრად დაზარალდა, 10 ათამდე ადამინი დაღუპულად და დაკარგულა ითვლება. იაპონიაში 9 ბალიანი მიწისძვრა 11 მარტს მოხდა, რომელმაც 10 მეტრის სიმაღლის ცუნამი გამოიწვია. მიწისძვრის ეპიცენტრი ტოკიოდან 373 კილომეტრის დაშორებით იყო. იგი 24 კილომეტრის სიღმეში მოხდა. მალევე იმავე რეგიონში 6 ბალიანი მიწისქვეშა ძვრები განმეორდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1610.html
| |||
განათავსა - consul | 16 მარ. 2011, 22:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.