პოლიტიკა: აშშ-ში ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს | საქართველოს ამბები | ||
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ქართულ-ამერიკული სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში შედგა. შეხვედრაზე განხილულ იქნა თანამშრომლობის პროგრამები განათლებისა და კულტურის სფეროში, ასევე თანაშრომლობის საკითხები ჯანდაცვისა და საკონსულო ურთიერთობების სფეროში, უთხრა ჟურნალისტებს ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ. საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის თქმით, ქარტია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც ორი ქვეყნის მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მომავალ გეგმებს განსაზღვრავს. დიპლომატის თქმით, ეს დოკუმენტი ორი ქვეყნის ურთიერთობას უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1609.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 მარ. 2011, 15:07 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.