ეკონომიკა: ექსპერტები საქართველოში წამლების ხარისხით არიან შეწუხებულნი | საქართველოს ამბები | ||
ექსპერტები საქართველოში წამლების ხარისხით არიან შეწუხებულნი და სთხოვენ ქრისტიან-დემოკრატებს, ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობისთვის შუამავლები იყვნენ. პარლამენტში სამთავრობო კვირეულის დაწყებამდე ქრისტიან-დემოკრატების ფრაქცია კონკრეტული სფეროების ექსპერტებთან ატარებს შეხვედრებს. შეხვედრაზე ექსპერტმა თინა თურძელაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში სტანდარტების არარსებობაზე და აღნიშნა, რომ სტანდარტების არარსებობის პირობებში ნებისმიერი საკანონმდებლო რეგულაცია ჰაერშია ჩამოკიდებული. მისი თქმით, ფარმაცევტულ ბაზარზე ასევე ძალიან აქტუალურია წამლების ხელმისაწვდომობა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი ხარისხიც. როგორც მან თქვა, სტანდარტების არარსებობის პირობებში შეუძლებელია წამლების ხარისხის შემოწმება. ამ მიზნით ექსპერტები სამკურნალო პრეპარატების საერთაშორისო სტანდარტების საკუთარ პროექტს სთავაზობენ, რომლის ღირებულებაც რამდენიმე მილიონს შეადგენს. მაგრამ ამ ფულის მობილიზებასაც ორგანიზაცია „ერთიანობა სამართლიანი ჯანდაცვისთვის“, რომელსაც თინა თურძელაძე უდგას სათავეში, ბიზნესმენებისაგან სახელმწიფო მონაწილეობის გარეშე აპირებს. ორგანიზაცია მთავრობას მხოლოდ შესაბამისი მემორანდუმის გაფორმებას, ხოლო ქრისტიან-დემოკრატებს ამ საკითხის წამოყენებას სთხოვს. მომავალ კვირას მთავრობაში სამთავრობო კვირეული შედგება. დეპუტატების წინაშე ანგარიშებით პრაქტიკულად ყველა მინისტრი (ძალოვნების გამოკლებით), ასევე პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გამოვა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1607.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 მარ. 2011, 13:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.