პოლიტიკა: სააკაშვილი: საქართველოს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით ევროპაში კონსენსუსი არ იქნა მიღწეული | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროპაში საქართველოს ნატოში გაერთიანების თაობაზე კონსენსუსი არ არის მიღწეული. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია PBS-ის პირდაპი ეთერში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, "საქართველო ნატოში მოხვედრის მსურველ ქვეყნებს შორის ერთერთი საუკეთესო მოსწავლეა და საუკეთესო შეფასებას ღებულობს." მან აღნიშნა, რომ "რეფორმები, რომლებსაც საქართველო ატარებს, მათ შორის თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები, ყოველთვის საუკეთესო შეფასებას ღებულობს, თუმცა ნატოს წევრობა ამ ორგანიზაციის წევრების გადაწვეტილებაზეა დამოკიდებული." "ჩვენ ნატოსთან ურთიერთოების ახალ ეტაპზე ვერ გადავდივართ, თუმცა ამაში აშშ არაა დამანაშავე და ამის მიზეზი ევროპაში კონსენსუსის არ არსებობაა. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ რეგიონზე გავლენას გეოპოლიტიკური ფაქტორი ახდენს"-განაცხადა სააკაშვილმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1601.html
| |||
განათავსა - consul | 16 მარ. 2011, 09:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.