საზოგადოება: აშშ-ის სადაზღვევო კომპანიამ ორი მილიონი პაციენტის შესახებ მონაცემები დაკარგა | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ-ში სამედიცინო სადაზღვევო კომპანიამ თითქმის ორი მილიონი კლიენტის შესახებ მონაცემები დაკარგა. როგორც ABC News იტყობინება, პერსონალური მონაცემების დაკარგვის თაობაზე კომპანია Health Net-მა ორშაბათს, 14 მარტს განაცხადა. სადაზღვევო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ხელმიუწვდომელია ინფორმაცია კლიენტებზე, რომელიც ქალაქ რანჩო კორდოვაში (კალიფორნია) მდებარე კომპანიის ფილიალის რამდენიმე სერვერზე იმყოფებოდა. ამასთან, იმ დაზღვეულ ამერიკელთა რაოდენობა, რომელთა მონაცემებიც დაიკარგა, არ დასახელებულა. სამედიცინო მომსახურების კონტროლის კალიფორნიის დეპარტამენტმა დაზარალებულთა რიცხვი 1.9 მლნ ადამიანად შეაფასა. დეპარტამენტის ინფორმაციით, რომელმაც შემთხვევის საკუთარი გამოძიება დაიწყო, დაიკარგა მონაცემები ცხრა მყარი დისკიდან. Health Net-ის შეტყობინებაში აღინიშნება, რომ დისკებზე ინახებოდა სამედიცინო და ფინანსური ინფორმაცია კლიენტებზე, ასევე მათი სოციალური უზრუნველყოფის ბარათების ნობრები. სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელობა აპირებს ყველა პოტენციურ დაზარალებულს შესთავაზოს მათი საკრედიტო ისტორიისათვის თვალის მიდევნება ორი წლის განმავლობაში. 2009 წლის მაისში კომპანიამ აღმოაჩინა მყარი დისკის დანაკარგი, რომელიც ვერმონტის შტატის ერთნახევარი მილიონი დაზღვეული მოქალაქეების ანალოგიურ ინფორმაციას მოიცავდა. თუმცა დაზარალებულებს მომხდარის შესახებ მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ შეატყობინეს. ამასთან დაკავშირებით, 2011 წლის იანვარში, ვერმონტის პროკურატურამ კომპანია 55 ათასი დოლარით დააჯარიმა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1599.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 მარ. 2011, 09:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.