კრიმინალი: 15 ქართველი მეზღვაური სომალელი მოეკობრეების ტყვეობაში რჩება | საქართველოს ამბები | ||
15 მეზღვაური სომალელი მოეკობრეების ტყვეობაში რჩება. ყველზე ცუდ მდგომარეობაში ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის "ოლიგ ჯის" ეკიპაჟი იმყოფება. 15 ქართველი მეზღვაური 3 თურქთან ერთად გასული წლის 8 სექტემბერს სომალელი მეკობრების მიერ იქნა შეპყრობილი. უკვე მეშვიდე თვეა, რაც მოლაპარაკებები შედეგს არ იძლევა. მეკობრეების მილიონ დოლარს ითხოვენ, ხოლო გემის მეპატრონე მხოლოდ 150 ათასის გადახდას პირდება. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ნახევარი მილიონის გადახდას დაპირდა, მაგრამ მოლაპარაკებები გართულდა. ბათუმის კრუიზული კომპანიის "გრინვიჩის" დირექტორი სერგო დევაძე, რომლის შვილი ტყვეობაში იმყოფება, მეზღვაურების გათავისუფლების ახალ ვადად თვის ბოლოს ასახელებს. "საქმე მალე მოგვარდება. მოლაპარკებები ამ თვის ბოლოს დასრულდება"-აღნიშნა მან. კვირას სომალელი მეზღვეურების ერთერთმა ჯგუფმა განაცხადა, რომ დატყვევებული გემის გამოსასყიდს 20%ით შეამცირებს, რათა გემის მეპატრონესთან მოლაპარაკებები სწრაფ ტემპში დასრულდეს. ამ დროისთავის მეკობრეთა ტყვეობაში 30 გემი და 659 მეზღვაური იმყოფება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1598.html
| |||
განათავსა - consul | 16 მარ. 2011, 09:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.