საზოგადოება: რამდენიმე ქართველი იაპონიიდან სამშობლოში ბრუნდება | საქართველოს ამბები | ||
იაპონიაში რადიაციული ფონის ამაღლების მიუხედავად, მანდ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩოში ევაკუაციის თხოვნით არ მოუმართავთ. როგორც კავკაზ-პრესს საქართველოს ელჩმა იაპონიაში რევაზ ბეშიძემ განუცხადა, იაპონიიდან დაგეგმილი რეისი განხორციელდება და რამდენიმე მოქალაქე თბილისში დაბრუნდება, მაგრამ მოცემული ფაქტი რადიაციის დონის ამაღლებას არ უკავშირდება. „ტოკიოში რადიაციასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ადგილი, სადაც ქართველები იმყოფებიან, ჯერჯერობით უსაფრთხო ზონად რჩება. ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილი რეისი შესრულდება და რამდენიმე მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება“, - აღნიშნა ელჩმა. მისი ინფორმაციით, საქართველოს ერთი მოქალაქე ნაიგის პრეფექტურაში იმყოფებოდა, რომელიც საშიში ზონის მახლობლად არის განლაგებული. მას საელჩოს წარმომადგენელი დაუკავშირდა და ამ დროისათვის მოქალაქე ტოკიოში ბრუნდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1588.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 მარ. 2011, 17:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.