პოლიტიკა: იწყება საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სასოფლო გზების რეაბილიტაცია | საქართველოს ამბები | ||
უახლოეს მომავალში საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სასოფლო გზების რეაბილიტაცია დაიწყება, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს მიმოსვლას ორ ქვეყანას შორის. ამას გარდა, საზღვრის გადაკვეთა საპასპორტო კონტროლის გარეშე იქნება შესაძლებელი. ერთობლივი პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებაც იგეგმება. თურქი და ქართველი ექსპერტების მიერ შემუშავებული პროექტის შესაბამისად განხორციელდება გზების რეაბილიტაცია თურქეთიდან ჩხუტუნეთისა და კირნათის მიმართულებით. აჭარის მთავრობის მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე წარმოებს გარემოს შესწავლა, პროექტის დასრულება კი 2011 წლის ბოლოსათვის არის დაგეგმილი. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1587.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 მარ. 2011, 17:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.