პოლიტიკა: გილაური: საქართველოს მთავრობა დეპუტატების ყველა შეკითხვას უპასუხებს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს მინისტრთა კაბინეტი დეპუტატთა ყველა შეკითხვას უპასუხებს დებატების მსვლელობაში, რომლებიც პარლამენტში მომდევნო კვირაში გაიმართება. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტის სპიკერთან და საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. „ამგვარ პოლიტიკურ დებატებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მინისტრთა კაბინეტი სრულიად არის მზად დებატებისათვის პარლამენტში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და გადაწყვეტილება ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს პარლამენტსა და საზოგადოებრიობას აინტერესებთ. მზად ვართ, ყველა შეკითხვას ვუპასუხოთ“, - აღნიშნა გილაურმა. მისი თქმით, ბაქრაძესთან შეხვედრაზე პარლამენტში მინისტრთა გამოსვლის გრაფიკი იქნა შეთანხმებული. „22 მარტს დებატები დაიწყება, პირველი მე გამოვალ, შემდეგ გამოვლენ ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, რაც 25 მარტს განმაზოგადებელი შეხვედრით დასრულდება“, - თქვა გილაურმა. მისი თქმით, განმაზოგადებელი სიტყვის შემდეგ, 25 მარტს საპარლამენტო დებატები შედგება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1586.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 მარ. 2011, 17:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.