ეკონომიკა: იაპონიაში ყველა დაზიანებული რეაქტორის შეჩერება მოხერხდა | მსოფლიოს ამბები | ||
ყველა 4 რეაქტორი ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუსიმა დაი-ნიზე“, რომელიც ძლიერი მიწისძვრის დროს დაზიანდა, შეჩერებულ იქნა. ელექტროენერგეტიკულმა კომპანია Tokyo Denryoku-მა განაცხადა, რომ 15 მარტს, იაპონური დროით დაახლოებით დილის 7 საათზე მან შეძლო აღნიშნულ აესზე მეოთხე რეაქტორის წარმატებული შეჩერება. კომპანიაში ასევე თქვეს, რომ ამ რეაქტორზე გაცივების ფუნქციის აღდგენის შემდეგ მისი ტემპერატურა დაეცა 100 გრადუსზე დაბლა ცელსიუსით. ამ რეაქტორის გაცივების სისტემამ პარასკევს ძლიერი მიწისძვრის დროს დაზიანებები მიიღო. აეს „ფუკუსიმა დაი-ნის“ სხვა სამი რეაქტორის მუშაობა კიდევ უფრო ადრე შეჩერდა. ცუნამის შედეგად გამოწვეული ზიანის გამო გარკვეული დროის განმავლობაში ორი რეაქტორის გაცივება ვერ ხერხდებოდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1582.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 მარ. 2011, 17:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.