ეკონომიკა: წარმატებული ზამთრის სეზონის შემდეგ მესტია ზაფხულის საკურორტო სეზონისათვის ემზადება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მესტიაში ზამთრის საკურორტო სეზონი კიდევ დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდება. შეკვეთებს კი უკვე ზაფხულის სეზონზე იღებენ. როგორც მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა გვარლიანი აცხადებს, სასტუმრო „თეთნულდში“ უკვე დაჯავშნილია ადგილების 60% აპრილი-აგვისტოს პერიოდისათვის. სრულ მზადყოფნაშია გესთ-ჰაუსებიც. „შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მესტია, როგორც ზამთრის კურორტი, შედგა. წინა წელთან შედარებით, ტურისტთა რაოდენობა 90%-ით გაიზარდა. მომავალში ზრდა დაჩქარდება, ვინაიდან მოსახლეობა უკეთესად მოემზადება ზამთრის კურორტისათვის. ზაფხულისთვის ადგილობრივი მოსახლეობა ბევრად უფრო არის მზად, ზამთრის სეზონში კი გარკვეული პრობლემები შეიქმნა ტურისტთა განთავსებასთან დაკავშირებით, რადგან არასაკმარისად მომზადდა გასათბობი სისტემები“, - აცხადებს გვარლიანი. მისივე თქმით, აგვისტოს ბოლოსათვის დასრულდება მესტია-ზუგდიდის ახალი გზის მშენებლობაც და ზაფხულში ტურისტები კურორტზე მოხვედრას უფრო კომფორტულად შეძლებენ. ამასთან ერთად, კანადური ავიაკომპანია Kenn Borek Air აპირებს, თავის ავიაპარკს კიდევ ერთი 45 ადგილიანი თვითმფრინავი დაუმატოს. თუმცა, გვარლიანის განცხადებით, გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ კურორტი მხოლოდ ავიამიმოსვლაზე არ იქნება დამოკიდებული. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1580.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 მარ. 2011, 13:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.