პოლიტიკა: ბათუმში შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება | საქართველოს ამბები | ||
5-6 აპრილს აჭარის დედაქალაქში სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება კონფერენცია „შავი ზღვის რეგიონები: საერთო საზღვრები, საერთო გადაწყვეტილებები“. ამის შესახებ კავკაზ-პრესს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახურში შეატყობინეს. საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ევროპული რეგიონების ასამბლეა. კონფერენციის მიზანია გამოცდილებისა და პერსპექტივების განხილვა ევროკავშირის შავი ზღვის აუზის მოსაზღვრე თანამშრომლობის პროგრამების ფარგლებში, ასევე თანამშრომლობის ახალი პროექტების შემუშავება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შავი ზღვის ქვეყნებიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ლევან ვარშალომიძე გახსნის. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1578.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 მარ. 2011, 13:32 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.