ეს საინტერესოა: საქართველოს მთავრობაში ყველაზე ღარიბი მინისტრი ვერა ქობალია აღმოჩნდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
რადიო „კომერსანტმა“ ქართველ მინისტრთა ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და ამ საფუძველზე მათ ფინანსურ მდგომარეობაზე დასკვნები გამოიტანა. რეიტინგის თანახმად, ყველაზე მდიდარი მინისტრია სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, ყველაზე ღარიბი კი - ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია. სოფლის მეურნეობის მინისტრის განკარგულებაშია ბინა თბილისის პრესტიჟულ რაიონში, ავტომანქანა „მერსედესი“ და ფინანსური აქტივები არც ისე მნიშვნელოვან თანხაზე, 40 ათასზე ნაკლებ დოლარზე. მეორე ადგილზეა ლტოლვილთა საქმეების მინისტრი კობა სუბელიანი. მას თბილისში ორი ბინა აქვს, ხოლო საბანკო ანგარიშებზე და ნაღდი ფულით - დაახლოებით 30 ათას აშშ დოლარი. შემდეგ ადგილებს იკავებენ ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე და სხვა მინისტრები. ქართული მთავრობის ყველაზე ღარიბი მინისტრია ვერა ქობალია. მას აქვს ბინა ვანკუვერში, კანადაში და დაახლოებით 5800 დოლარი საბანკო ანგარიშზე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1577.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 მარ. 2011, 13:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.