ეკონომიკა: აღმოსავლეთ საქართველოში კიდევ ერთი ჰესი აშენდება | საქართველოს ამბები | ||
ყვარელის რაიონის სოფელ შილდაში ახალ ჰიდროელექტროსადგურს ააშენებენ. სოფელს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ესტუმრა. მისი თქმით, სამშენებელო სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება. პროექტისათვის 8 მლნ ლარი გამოიყოფა. „ჰესი მდინარე შელტიზე აშენდება და მასზე ადგილობრივი მაცხოვრებლები იმუშავებენ“, - თქვა მინისტრმა. ალექსანდრე ხეთაგურთან ერთად შილდაში კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილიც იმყოფებოდა. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებზე ისაუბრეს. ძირითად პრობლემად დასახელდა უმუშევრობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის არარსებობა და საწვავის მაღალი ფასები. „უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ ტრაქტორებს შემოიყვანს და ტექნიკის პრობლემა, ნაწილობრივ, გადაწყდება“, - განაცხადა გუბერნატორმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1576.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 მარ. 2011, 13:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.