საზოგადოება: მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მზად არის იაპონიის დასახმარებლად | მსოფლიოს ამბები | ||
მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ დაუყოვნებლივ შესთავაზა დახმარება იაპონიას მიწისძვრისა და ცუნამის შედეგების დასაძლევად. აშშ ექვს სამხედრო გემს, ასევე საძიებო-სამაშველო ბრიგადებსა და მოწყობილობებს აგზავნის. ბარაკ ობამა ყოველმხრივ ხელშეწყობას დაპირდა: „ჩვენი აზრები და ლოცვები ახლა იაპონიის ხალხთანაა. ნგრევებისა და წყალდიდობების კადრები გულს გვიტეხავს. ამერიკის ხალხის სახელით დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს სამძიმარი გავუგზავნე, ასევე ჩვენს იაპონელ მეგობრებს ნებისმიერი დახმარება შევთავაზე, რომელიც საჭირო იქნება“. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები აცხადებენ, რომ ჯერ ძალზედ ადრეა საუბარი იმაზე, თუ კონკრეტულად რა დავალებები იქნება დასმული გემების წინაშე. ერთ-ერთი მათგანი - „ბლუ რიჯი“ ჰუმანიტარულ მისიებს ახორციელებს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1574.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 მარ. 2011, 15:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.