ეკონომიკა: დაზიანებული ატომური ელექტროსადგური საათში წლიური ნორმის რადიაციას აფრქვევს | მსოფლიოს ამბები | ||
იაპონიის მთავრობა აპირებს დაარიგოს იოდი იმ დასახლებულ პუნქტებში, რომლებიც მდებარეობენ ატომური ელექტროსადგურის ფუკუსიმას მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც იტყობინება BBC. მანამდე ცნობილი იყო, რომ ფუკუსიმაში მდებარე ატომურ ელექტროსადგურზე მოხდა რადიაციის გაჟონვა - ამის შესახებ განაცხადა იაპონიის ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ. ატომური სადგურის მიდამოებში არსებულ ჰაერში დაფიქსირდა რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმი, რომელიც წარმოიქმნება ატომის დაყოფის რეაქციის დროს. წინასწარი ინფორმაციით, ცეზიუმის გავრცელების მიზეზად სახელდება ერთ-ერთ რეაქტორში საწვავის გადნობა. მოგვიანებით იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა იუკიო ედანომ განაცხადა, რომ დღის მეორე ნახევარში ატომური ელექტროსადგურის ,,ფუკუსიმა 1" აფეთქების შემდეგ რადიაციის დონე შემცირდა. მისივე განცხადებით აღნიშნულ აფეთქებას არ დაუზიანებია რეაქტორი. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1573.html
| |||
განათავსა - Legatuss | 12 მარ. 2011, 14:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.