ეკონომიკა: ნომერთა პორტირების შედეგად „მაგთიმ“ ყველაზე მეტი აბონენტი დაკარგა | საქართველოს ამბები | ||
ნომერთა პორტირების სისტემამ ყველაზე დიდი ზარალი კომპანია „მაგთის“ მიაყენა. მას კლიენტთა უდიდესი რაოდენობა „გაექცა“. როგორც კომუნიკაციათა რეგულირების ეროვნულ კომისიაში იტყობინებიან, ამ დროისათვის პორტირების სისტემით 13 ათასი განმცხადებლისაგან უკვე 12 ათასმა აბონენტმა ისარგებლა. შედეგების მიხედვით, კომპანია „მაგთიმ“ 8658 აბონენტი დაკარგა და მხოლოდ 1605 შეიძინა. „ბილაინმა“ 1617 აბონენტი მიიღო, ხოლო კომპანია 2373 აბონენტმა დატოვა. კომპანია „ჯეოსელმა“ 1291 აბონენტი დაკარგა და 9100 შეიძინა. ნომერთა პორტირების სისტემა საქართველოში 15 თებერვლიდან ამოქმედდა. ამ სისტემის ფარგლებში ქსელური კავშირგაბმულობის კომპანიათა აბონენტებს სხვა კომპანიაში შეუძლიათ გადასვლა, საკუთარი სატელეფონო ნომრის შენარჩუნებით. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1572.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 მარ. 2011, 13:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.