საზოგადოება: იაპონიაში საქართველოს 8 მოქალაქესთან დაკავშირება ვერ ხერხდება | მსოფლიოს ამბები | ||
იაპონიაში მყოფი საქართველოს 8 მოქალაქის ადგილსამყოფელი უცნობია. ნავარაუდევია, რომ მათთან დაკავშირება კომუნიკაციის აღდგენის შემდეგ გახდება შესაძლებელი, იტყობინება “GHN“. საქართველოს საელჩო საქართველოს 35 მოქალაქიდან 27-ს დაუკავშირდა, რომლებიც იაპონიაში იმყოფებიან და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობენ, რომლისთვისაც მიწისძვრას განსაკუთრებული ზარალი არ მიუყენებია. იაპონიის კატასტროფების ცენტრი და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. საქართველოს მოქალაქეებს შორის არიან სპორტსმენები, რომლებიც აეროპორტთა დატბორვის გამო ქვეყანას ვერ ტოვებენ. როგორც ტელეარხ „იმედს“ იაპონიაში მცხოვრებმა ქართველმა სანდრო ლეჟავამ მოუყვა, მიწისქვეშა ბიძგები ძალიან ხშირად იგრძნობა. მან აღნიშნა, რომ კატასტროფასთან დაკავშირებით ძალიან ცუდად მუშაობს კომუნიკაციის საშუალებები, თუმცა გამოთქვა იმედი, რომ მისი თანამემამულეები უსაფრთხოდ არიან და კავშირგაბმულობის აღდგენის შემდეგ მათ იპოვიან. შეგახსენებთ, რომ იაპონიაში დაკვირვებათა ისტორიაში ერთ-ერთი უმძლავრესი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგის სიძლიერემ 8.9 მაგნიტუდა შეადგინა, რამაც ძლიერი ცუნამი გამოიწვია. უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1000-ზე მეტი ადამიანი ირიცხება. წინასწარი დათვლებით, დაღუპულთა რიცხვი 400 ადამიანს აჭარბებს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1565.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 მარ. 2011, 12:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.