ეკონომიკა: საქართველოში ახალი ტურისტული სეზონები იხსნება | საქართველოს ამბები | ||
საქართველო ტურისტთა მისაღებად ემზადება. ქალაქ ფოთში პალიასტომის ტბაზე ახალი მარშრუტი გაიხსნა, რომელიც, სპეციალისტთა გათვლებით, მიმდინარე წელს 50 ათას დამსვენებელს მოიზიდავს, იტყობინება სახელმწიფოთშორისი ტელერადიოკომპანია „Мир“. პალიასტომის ტბა საქართველოში ფართობით ერთ-ერთი უდიდესი ტბაა. აქ ხშირად ჩამოდიან უცხოელი ტურისტები. მხოლოდ გასულ წელს პალიასტომს დაახლოებით 15 ათასი დამსვენებლი ესტუმრა. ტუროპერატორთა პროგნოზებით, წელს სტუმრების რიცხვი 50%-ით გაიზრდება. აქ ტურისტული სეზონისათვის მზადება სრული ტემპით მიმდინარეობს. „ტურისტთა მიღება მთელი წლის განმავლობაში შეგვიძლია. მაგრამ, ცხადია, ძირითადი ნაკადი ზაფხულზე მოდის. ახლა ჩვენ ექსკურსიების ახალ მარშრუტებს ვამუშავებთ: როგორც საქვეითოს, ისე სეირნობებს კატერით“, - ამბობს კოლხიდის ეროვნული პარკის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა კაჭარავა. ყველაზე გრძელი წყლის მარშრუტი პალიასტომის ტბას მთლიანად გადაკვეთს. შემდეგ კატერი მდინარე ფიჩორს ზევით აუყვება. ცეზარი ვეფხვაძე პალიასტომის ტბის ნაპირას ცხოვრობს. მისი ძირითადი შემოსავალი თევზაობაა. ცეზარი სიხარულით ხვდება მრავალრიცხოვან დამსვენებლებს, მათ ჩამოსვლასთან ერთად ხომ გაყიდული თევზის რაოდენობაც იზრდება. ყოველ წელთან ერთად საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება ტურები ნაკრძალ ადგილებში. კოლხიდის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ასეთი ადგილია. ორი დღითაც რომ ჩამოხვიდე აქ, სახლში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდები. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1562.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 მარ. 2011, 10:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.