პოლიტიკა: საქართველოს პრეზიდენტს მოსკოვთან საუბარი სურს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არის რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც აუცილებელია მოსკოვთან იქნას განხილული, თუ კრემლი მოლაპარაკებებზე დათანხმდება. „თუ მოსკოვი მოლაპარაკებებზე დათანხმდება, მრავალი საკითხი არსებობს. მათგან მთავარია ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, ლტოლვილთა სახლში დაბრუნება“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა საინფორმაციო-გასართობი რუსული ტელეარხ „Дождь“-ის ეთერში გასულ ინტერვიუში. „მთავარი ის არაა, რომ ჩვენი მიწების დაბრუნება გვინდა... მთავარია, რომ ყველა ეროვნების 500 ათასი მოქალაქე სახლში ვერ ბრუნდება. და ამის დაკანონებას ცდილობენ. ჩვენ კი პატარა ქვეყანა ვართ, 5 მილიონზე ნაკლებნი ვართ და თუ ამის მეათედ ნაწილს სახლში არ უშვებენ, ეს სერიოზული პრობლემაა“, - აღნიშნა სააკაშვილმა. „სხვა მრავალი საკითხიც არსებობს. ტერორიზმის საკითხი. ჩვენ ვთავაზობდით ამ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობას. მე ვხვდები, ისინი მზად არ არიან, სხვა ყველა საკითხი დაძრან მკვდარი წერტილიდან, მაგრამ თუნდაც იმის გადაჭრაა საჭირო, რაც ნამდვილად შედის მათ და ჩვენს ინტერესებში, რათა არ იყოს საშიშროება და ძალადობა“, - თქვა სააკაშვილმა“, - ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ეს ის არის, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, უნდა გაირკვეს, რა ხდება მანდ, რომელი შეიარაღებული ჯგუფები ემზადებიან, რის გაკეთებას აპირებენ, როგორიც იყო საქართველოში განხორციელებული აფეთქებები. ეს მნიშვნელოვანი საკითხია“. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1560.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 მარ. 2011, 10:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.