ეკონომიკა: 2010 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 16%-ით შემცირდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2010 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2009 წელთან შედარებით, 16%-ით შემცირდა. „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, წინა წლის მეოთხე კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 120 მლნ დოლარი, მთლიანად წელიწადის განმავლობაში კი - 553 მლნ დოლარი შეადგინა. 2010 წლის უმსხვილესი ინვესტორი ნიდერლანდები იყო, რომელმაც 143 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციები განახორციელა. მეორე ადგილზეა აშშ - 108 მლნ დოლარი. მესამე ადგილზე რუსეთია. მან საქართველოს ეკონომიკაში 51 მლნ დოლარი დააბანდა. 50 მლნ დოლარის ინვესტიციები საერთაშორისო ორგანიზაციებმა განახორციელეს, 41 მლნ აზერბაიჯანმა, 40 მლნ არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, 38 მლნ თურქეთმა. 76 მლნ დანარჩენ ინვესტორებზე მოდის. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1557.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 მარ. 2011, 16:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.