ეს საინტერესოა: სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თავად ფიროსმანის მიერ გაკეთებული წარწერა აღმოაჩინეს | საქართველოს ამბები | ||
სპეციალისტთა აზრით, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში ღვინის მარნის კარებზე არსებული წარწერა ნიკო ფიროსმანის მიერაა გაკეთებული. საბოლოო დასკვნას ექსპერტები რამდენიმე დღეში წარმოადგენენ, იტყობინება ტელეკომპანია „იმედი“. გამოკვლევათა შედეგად უკვე დადგინა, რომ კარზე შენარჩუნებული რკინის ფრაგმენტები XIXსაუკუნეს განეკუთვნება. შეგახსენებთ, რომ მარნის კარზე წარწერა წინა წლის ზაფხულში შემთხვევით აღმოაჩინა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა. იგი შესაძლოა ნამდვილად ეკუთვნოდეს გამოჩენილ პრიმიტივისტ მხატვარს ნიკო ფიროსმანს, რამდენადაც ამ სოფელში მისი ნათესავი გათხოვდა. თქმულებათა თანახმად, მხატვარი ხშირად სტუმრობდა მას. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1553.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 მარ. 2011, 09:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.