ეკონომიკა: საქართველოში ზარალიანი სახელმწიფო საწარმოების ლიკვიდაცია დაიწყო | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოში ზარალიანი სახელმწიფო საწარმოების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ რადიო „კომერსანტს“ საწარმოების მმართველობის სააგენტოს უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა შეატყობინა. მისი თქმით, უკვე დასრულდა ექვსი ასეთი საწარმოს ლიკვიდაცია. მათ შორისაა „ველი“, „იმელი“, „ვაზიანი“. წარმოებს კიდევ 51 საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი. ასევე დასრულებულია 50 სახელმწიფო საწარმოს შერწყმის პროცესი, რომელთა ბაზაზე რამდენიმე მსხვილი საწარმო გაჩნდა. ხოჯევანიშვილის თქმით, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის დასაწყისში ისინი რამდენიმე ჯგუფად დაიყო. პირველი ჯგუფი - განსაკუთრებული დანიშნულების მომგებიანი საწარმოები, მეორე - პერსპექტიული საწარმოები გარკვეული პრობლემებით, მესამე - ზარალიანი საწარმოები და საწარმოები პატარა მოგებით, რომელთაც, მენეჯმენტის შეცვლის პირობებში, აქვთ პირველ ან მეორე ჯგუფში გადანაცვლების პერსპექტივა; მეოთხე - მძიმე და უპერსპექტიულო საწარმოები, რომელთა მიმართაც ლიკვიდაციის, შეწყმის ან გაბანკროტების რეჟიმი ამოქმედდება; მეხუთე - განსაკუთრებული შემთხვევის საწარმოები, რომელთა შენობებში ლტოლვილები ცხოვრობენ; მეექვსე - რეგიონალური მომსახურების საწარმოები, რომელთა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის პროცესი უკვე მიმდინარეობს. რეფორმის დასრულებისთანავე 1426 სახელმწიფო საწარმოდან მხოლოდ 300-400 დარჩება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1551.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 მარ. 2011, 09:49 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.