პოლიტიკა: ევროპარლამენტმა აღიარა ლიბიის გარდამავალი მთავრობა | მსოფლიოს ამბები | ||
ევროპარლამენტმა აღიარა ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭო (გეს) „ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლების სახით“, იტყობინება „GHN“. შესაბამისი რეზოლუცია მოწონებულ იქნა ხმათა უმრავლესობით სტრასბურგში ევროკავშირის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სესიის მუშაობის დასკვნით დღეს. პარლამენტარებმა ასევე მოუწოდეს ევროკავშირის საზღვარგარეთის საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს კეტრინ ეშტონს, „უახლოეს დროს დაამყაროს ოფიციალური კონტაქტი ლიბიელ მეამბოხეებთან და მათი აღიარების პროცესი დაიწყოს“. შეგახსენებთ, მანამდე საფრანგეთმა ლიბიის ოპოზიციური ეროვნული საბჭო ლიბიის ხალხის ერთადერთ კანონიერ წარმომადგენლად აღიარა. ამასთან, გერმანიის მთავრობამ სკეპტიკური რეაგირება მოახდინა ევროპის პარლამენტის წინადადებაზე, რომელიც ლიბიის დროებითი მთავრობის აღიარებას ითვალისწინებდა. როგორც გადასცემს BBC, გერმანიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრის ვერნერ ჰოიერის თქმით, ახალ ხელისუფლებათა სტრუქტურებს ჯერ არა აქვთ მკვეთრი მოხაზულობები. „მიმაჩნია, რომ შექმნილი სიტუაცია არასაკმარისად ნათელია ფორმალური გადაწყვეტილების მისაღებად“, - განაცხადა ჰოიერმა. 5 მარტს მუამარ კადაფის მოწინააღმდეგეებმა ლიბიის ეროვნული საბჭო შექმნეს და ქვეყნის მმართველობის ერთადერთ ორგანოდ გამოაცხადეს. საბჭოში 30 ადამიანია შესული, იტყობინება „როსბალტი“, ИТАР-ТАСС-ზე მინიშნებით. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1550.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 მარ. 2011, 09:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.