საზოგადოება: ლევან ვარშალომიძე მაჭახელას ხეობის მოსახლეობას შეხვდა | საქართველოს ამბები | ||
აჭარის მთავრობის მეთაური ლევან ვარშალომიძე მდინარე მაჭახელას ხეობის მაცხოვრებლებს შეხვდა და ახალ პროექტზე მოუყვა. ვარშალომიძის თქმით, მალე დაიწყება საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სასოფლო გზების რეაბილიტაცია, რაც ორი ქვეყნის მოსახლეობას შორის ურთიერთობას უფრო კომფორტულს გახდის. „ასევე საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელი გახდება საპასპორტო კონტროლის გავლის გარეშე, ერთობლივი პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი“, - თქვა მან. როგორც კავკაზ-პრესს აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურში შეატყობინეს, თურქი და ქართველი სპეციალისტების მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში ჩხუთუნეთისა და ნირნატის მიმართულებით გზები აშენდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლანდშაფტის შესწავლა. პროექტი 2011 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1548.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 მარ. 2011, 08:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.