aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 ეკონომიკა: JPMorgan-მა აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირების პროგნოზი გააკეთა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საინვესტიციო ბანკმა JPMorgan Chase & Co2011 წლის შედეგების მიხედვით ამერიკული ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3.4%-დან 3.2%-მდე შეამცირა. ბანკის ექსპერტთა თქმით, ეკონომიკური განვითარების ტემპების შემცირება აშშ-ის ზოგიერთი შტატის ბიუჯეტთა დეფიციტის გაზრდას უკავშირდება.



უნდა აღინიშნოს, რომ ანალიტიკოსები ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას ყველა განვითარებულ ქვეყნებში მოელიან. „ჩვენ 2010 წლის მეორე კვარტლის მოვლენების განმეორებას ვშიშობთ, როდესაც საფონდო ბაზრები ეკონომიკური მონაცემების გაუარესების გამო დაეცა, ინვესტორები კი ეკონომიკაში სტრუქტურული სირთულეების შესახებ ალაპარაკდნენ“, - ასეთი სიტყვებია მოცემული JPMorgan-ის მოხსენებაში.


ჯერ კიდევ 2010 წლის შემოდგომაზე Goldman Sachs Group Inc.-მა ამერიკული ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით ნეგატიური პროგნოზი გამოაქვეყნა და კრიზისის მეორე ტალღის გავრცელების შესაძლებლობის შესახებ განაცხადა. როგორც მაშინ აშშ-სთან დაკავშირებულმა უფროსმა ეკონომისტმა Goldman Sachs-დან ჟან ჰატსიუზმა განაცხადა, ნახევარი წლის განმავლობაში სახელმწიფოს ფინანსური სისტემის მდგომარეობა ძალიან ცუდი იქნებოდა.


ცოტახნის წინ მილიარდერმა უორენ ბაფეტმა უარყო აშშ-ში ახალი ფინანსური კრიზისის დაწყების შესაძლებლობა. ბაფეტის თქმით, ინვესტორები კვლავინდებურად აბანდებენ სახსრებს ამერიკულ პროექტებში. მილიარდერის საქვეკონტროლო ფონდი Berkshire Hathawayაშშ-ის ეკონომიკაში 2011 წელს დაახლოებით 38 მლრდ დოლარის ინვესტირებას აპირებს.
წყარო - http://news.km.ru/

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1545.html
განათავსა - Drakula | 10 მარ. 2011, 16:47 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: JPMorgan-მა აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირების პროგნოზი გააკეთა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian