მეცნიერება-ტექნოლოგიები: ქრისტიან-დემოკრატები ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებს შეხვდნენ | საქართველოს ამბები | ||
ქრისტიან-დემოკრატების ლიდერები დიღომში მდებარე ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერებს შეხვდნენ. გიორგი თარგამაძე, გიორგი ახვლედიანი, ნიკა ლალიაშვილი და რატი მაისურაძე ინსტიტუტის საქმიანობასა და მის მიღწევებს გაეცნენ. ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის, მედიცინისა და საკვები მრეწველობის საკითხებზე მუშაობს. ეს რეგიონში მსგავსი პროფილის ერთადერთი ინსტიტუტია. „აქ უნიკალური გამოცდილებაა დაგროვილი, რომელთანაც გაცნობა, პირველ რიგში, სახელმწიფოს წაადგება“, - აღნიშნა თარგამაძემ. მომავალ კვირას ქრისტიან-დემოკრატების ლიდერები სხვადასხვა პროფილების სხვა სამეცნიერო დაწესებულებებსაც ესტუმრებიან, შემდეგ კი დაგროვილ საკითხებს პარლამენტში მინისტრთა გამოსვლის დროს მთავრობის წინაშე წარადგენენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1544.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 მარ. 2011, 16:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.