ეს საინტერესოა: „ფორბსის“ რეიტინგში ორი ქართველი მილიარდერი მოხვდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
„ფორბსის“ რეიტინგში კვლავ არის ნახსენები ორი ქართველი გვარი. წლის განმავლობაში, ქართული წარმოშობის მილიარდერები, კიდევ ერთი მილიარდი დოლარით გამდიდრდნენ. „ფორბსის“ რეიტინგის პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი წინა წლის 167 ადგილიდან 185-ე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა მისი ქონება პრაქტიკულად მილიარდით გაიზარდა - 4.8-დან 5.5 მილიარდამდე. მეორე - ალექსანდრე ჯაფარიძე, რომელის ქონებაც გასულ წელს 1.1 მილიარდს შეადგენდა, ახლა ზუსტად 1 მილიარდით გაიზარდა. ბიზნესმენი, რომელიც გასულ წელს 880-ე ადგილს იკავებდა, 564-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. „ფორბსმა“ უმდიდრესი პიროვნებების რეიტინგი დღეს, 10 მარტს გამოაქვეყნა. მასში 1 210 ბიზნესმენი შევიდა. მათი ქონების საერთო ღირებულება 4.5 ტრლნ დოლარს უდრის. მოცემული თანხა გერმანიის მშპ-ს აღემატება. ამერიკას სიაში 100 მილიარდერი ჰყავს, ჩინეთს - 115, ხოლო რუსეთს - 101. სწორედ რუს ბიზნესმენთა კატეგორიაში შეიყვანეს ივანიშვილი და ჯაფარიძე. რეიტინგის სათავეშია მექსიკელი კარლოს სლიმი, რომლის ქონებაც 74 მილიარდად არის შეფასებული. მეორე ადგილზეა ბილ გეითსი 56 მილიარდით, ხოლო მესამეზე - უორენ ბაფეტი 50 მილიარდით. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1542.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 მარ. 2011, 14:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.