პოლიტიკა: საქართველომ და ჰონდურასმა დიპლომატიური ურთიერთობა გააფორმეს | საქართველოს ამბები | ||
საქართველომ და ჰონდურასმა დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების პროტოკოლს მოაწერეს ხელი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, პროტოკოლის შესაბამისად, ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები მეგობრული ურთიერთობის, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების დაურღვევლობის პრინციპებით იხელმძღვანელებენ. ჰონდურასის მხრიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერა გაეროში მოცემული სახელმწიფოს მუდმივმა წარმომადგენელმა მერი ელისაბედ ფლორესმა, ხოლო ქართული მხრიდან - გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლომაიამ. ხელმოწერის ცერემონია ნიუ-იორკში, გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა. დაწესებული პრაქტიკის შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნას აცნობეს. 2011 წელს საქართველომ ასევე დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები კიდევ 6 ქვეყანასთან. გაეროს 191 წევრი ქვეყნიდან საქართველოს 151 სახელმწიფოსთან აქვს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1539.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 მარ. 2011, 12:11 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.