პოლიტიკა: საქართველოში ერთმანეთს შეხვდნენ ჟურნალისტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან | საქართველოს ამბები | ||
ოთხშაბათს, 9 მარტს, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის გასაყარზე მდებარე სოფელ თეკალში, „სამშვიდობო ინიციატივების კავკასიური ცენტრის“ (სომხეთი), სამოქალაქო საზოგადოების ქალთა ალიანსის (აზერბაიჯანი), ტეკალის ასოციაციის (საქართველო) ინიციატივითა და დემოკრატიის მხარდამჭერი ამერიკული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შედგა მოსმენა თემაზე „საქართველოს მედიაცია სომხურ-აზერბაიჯანური კონფლიქტის გადაჭრაში: რითი დავიწყოთ?“. როგორც 1news.azიტყობინება, ამ ღონისძიებაზე მომხსენებლებად გამოვიდნენ პოლიტოლოგები გიორგი ხუციშვილი, რომელიც ამ კონფლიქტის გადაჭრაში საქართველოს მედიაციის მონაწილეობის მომხრედ გამოვიდა, მამუკა არეშიძე, რომელიც ამ კონფლიქტში თბილისის შუამავლობის წინააღმდეგ გამოვიდა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მოსაზღვრე ქალაქ ნოემბერიანის, რეგიონ ლორი-ვანაძორისა და მარნეულის ცენტრის საზოგადოებრიობამ, ასევე ჟურნალისტებმა ბაქოდან, ერევნიდან და თბილისიდან. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიების ჩატარებას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან სოფელი თეკალი სამი ქვეყნის საზღვრის გასაყარზე მდებარეობს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1533.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 მარ. 2011, 11:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.