საზოგადოება: ქრისტიან–დემოკრატები დეკრეტული შვებულების გაზრდას ითხოვენ | საქართველოს ამბები | ||
ქრისტიან–დემოკრატებს დეკრეტული შვებულების ვადის გაზრდას ითხოვენ. ამის შესახებ ამ მოძრაობის წევრმა მაგდა ანიკაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს წინ ჩატარებულ აქცია–ბრიფინგზე განაცხადა. "ჩვენმა ფრაქციამ უკვე შეიტანა ინიციატივა შრომის კოდექსში ცვილების შესახებ, რომლის შესაბამისად 126 დღიანი დეკრეტი 180 დღიანი დეკრეტით ჩანაცვლდება. ინიციატივა დეკრეტული შვებულების ხელფასის პროპორციულ გაზრდას ითვალისწინებს."–განაცხადა ანიკაშვილმა. მისი თქმით, შრომის კოდექსი ქალების დისკრიმინაციას ახდებს, ფეხმძიმე ქალები იძულები არიან მშრობიარობამდე იმუშაონ, რაც საფრთხეს წარმოადგენს, როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის. "მოკლეხნიანი შვებულება ბავშვის ბუნებრივი კვების შეწყვეტის მიზეზს წარმოადგენს, რაც პედიატრების აზრით ბავშვის ჯამრთელ ზრდას ხელს არ უწყობს. შესაბამისად, შრომის კოდექსი ეჭინაღმდეგება დედისა და ბავშვის დაცვის საერთაშორისო პრინციპებს და დაუყონებლივ უნდა იქნას შეცვლილი"–აღნიშნა ანიკაშვილმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1530.html
| |||
განათავსა - Legatuss | 09 მარ. 2011, 17:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.