კულტურა: თბილისში თურქი დიპლომატისა და ფოტოგრაფის ერკუნ ონარტის ნამუშევართა გამოფენა გაიმართება | საქართველოს ამბები | ||
10 მარტს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში თურქი დიპლომატისა და ფოტოგრაფის ერკუნ ონარტის გამოფენა გაიმართება. „ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა მომეცა. ვიზიტის დროს ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა თბილისის სილამაზემ და ქართული კულტურის მრავალფეროვნებამ. გასული წლის ზაფხულში თბილისის მონახულების კიდევ ერთი შესაძლებლობა მომეცა. ამჯერად თურქი და ქართველი ერების მსგავსობა აღმოვაჩინე. მე ბევრს ვმოგზაურობ თურქეთში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ვატარებ გამოფენებს, რათა მათ თურქეთი გავაცნო. დიდი სიამოვნებით მივიღე საელჩოს მოწვევა თბილისში გამოფენის ჩატარებასთან დაკავშირებით სახელწოდებით „თურქეთი - ქვეყანა, სადაც კლიმატი ადამიანებსა და კულტურებს ერთმანეთთან აკავშირებს“, - განაცხადა ონარტმა. 74 წლის დიპლომატი სხვადასხვა დროს მუშაობდა თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ნიუ-იორკში, აკრაში, მარსელში, ტავრიზში, ლუქსემბურგში, ჟენევასა და როტერდამში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1528.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 მარ. 2011, 17:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.