საზოგადოება: პროდუქტების ვაუჩერთა დარიგება 10 მარტს დაიწყება | საქართველოს ამბები | ||
10 მარტიდან საქართველოში 30 ლარიანი პროდუქტების ვაუჩერთა დარიგება დაიწყება. ამის თაობაზე 9 მარტს ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა. როგორც ურუშაძემ განაცხადა, პროდუქტების ვაუჩერები ენერგოვაუჩერთა ანალოგიურად იმოქმედებს, ხოლო მათი განაღდება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ლიბერთი ბანკსა“ და მის ფილიალებში. იმ რეგიონებში, სადაც „ლიბერთი ბანკის“ ფილიალები არაა, მისი მიკროავტობუსები ივლის. მინისტრის თქმით, სიები დაზუსტებულია, მაგრამ პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში მოქალაქეები შეძლებენ მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ან „ცხელ ხაზზე“ დარეკონ. ვაუჩერთა დარიგების პროცესი 1 ივლისს დასრულდება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ენერგოვაუჩერთა მსგავსად, შესაძლებელი იქნება პროდუქტების ვაუჩერთა ჩუქება სხვებისათვის. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1523.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 მარ. 2011, 17:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.