საზოგადოება: ლტოლვილი აბიტურიენტებისთვის უფასო მოსამზადებელი კურსი იფუნქციონირებს | საქართველოს ამბები | ||
10 მარტს 18:00 საათიდან ოფის "ცოდნაში" ლტოლვილი აბიტურიენტებისთვის უფასო მოსამზადებელი კურსი დაიწყებს ფუნქციონირებას. პროექტი, რომელიც იძულებით გადაადგილებულ და სოციალურად დაუცველ პირებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მომზადებას ითვალისწინებს, ფონდი "საქართველო–ამერიკა" ცენტრ "ცოდნასთან" ერთად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 250 ნიჭიერი აბიტურიენტი იქნა არჩეული, რომლებიც 4 თვის განმავლოვაში მოსამზადებელ კურს გაივლიან. თბილისში ტესტირება 65–მა ლტოლვილმა გაიარა, რომელთაგან 50–მა შესძლო ამ რაუნდის გავლა. კურსები თბილისშ, გორში, თელავში,რუსთავსა და ქუთაისში იფუნქციონირებს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1521.html
| |||
განათავსა - Legatuss | 09 მარ. 2011, 17:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.