პოლიტიკა: ვაშაძე: რუსეთი ჩემი ცხოვრების ნაწილია, და არა აქვს მნიშვნელობა, როგორი პასპორტი მიდევსჯიბეში | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ნანობს, რომ გარემოებათა გამო მას რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწია. „რუსეთის მოქალაქეობა და, ზოგადად, რუსეთი ჩემი ცხოვრების ნაწილია და არა აქვს მნიშვნელობა, მექნება ჯიბეში რუსული პასპორტი, თუ არა. დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, აუცილებლად ჩავალ მოსკოვში. პასპორტი იმიტომ დავტოვე, რომ ვერ ავიტანდი, თუ როგორ მოითხოვდნენ დუმის მოლაპარაკე თავები ჩემი პასპორტის წართმევას. ეს საკითხი რომ არ განიხილებოდეს დუმაში, მე დავიტოვებდი მას და, პატიოსნად ვიტყვი, ამ საკითხთან დაკავშირებით არავისი აზრი მაინტერესებდა. მე არ მაინტერესებს უცხოს აზრი ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ“, - თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუში. ამასთან ერთად, ჟურნალისტთან საუბრისას ვაშაძემ უარი თქვა რუსეთში პოლიტიკური სიტუაციის შეფასებაზე, დაასაბუთა რა, რომ „ეს უტაქტობა იქნებოდა“. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან რუსეთის პოლიტიკური სიტუაციის შეფასება სერიოზული უტაქტობა იქნება. მე არა ვარ ლავროვი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ კრემლის ამჟამინდელმა რეჟიმმა ამოწურა მართვის ყველა ის საშუალება, რომლებსაც აქამდე იყენებდა“, - თქვა ვაშაძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1518.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 მარ. 2011, 15:32 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.