პოლიტიკა: მაღრაძე საქართველოს სკოლებში ლათინურისა და ძველბერძნული ენის შესწავლის შემოღებას სთავაზობს | საქართველოს ამბები | ||
სკოლებში ლათინურისა და ძველბერძნული ენის შესწავლის აღდგენის ინიციატივით მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი დავით მაღრაძე გამოვიდა. „ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენს სკოლებში ლათინურისა და ძველბერძნული ენის შესწავლა - იმ ენებისა, რომლებზედაც შექმნილია „ილიადა“, „ოდისეა“, „ფედონი“, „ენეიდა“, - თქვა მაღრაძემ. მისი თქმით, ამავე დროს აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სახელმწიფო ქართულ ენას, როგორც სახელმწიფოებრიობისა და თვითმყოფობის საფუძველს. მას მიაჩნია, რომ ქართული ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის იგი კლასიკური განათლების კონტექსტში უნდა დაბრუნდეს. „როგორც გუმბოლდტი ამბობდა, ენა ერის სულია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში უნდა აღდგეს გიმნაზიის ის ტიპი, რომელმაც ახალი ქართველი ინტელექტუალების არა ერთი თაობა შექმნა“, - თქვა მან. მაღრაძე მიიჩნევს, რომ ქართული ენა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1517.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 მარ. 2011, 15:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.