პოლიტიკა: დავით ბაქრაძე ისრაელის ქნესეთში შეხვედრებს გამართავს | საქართველოს ამბები | ||
ქართული პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე შემდეგ კვირას ისრაელს ეწვევა. იგი თავის კოლეგა რეუვენ რივლინსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიისა და ცენტრალური ევროპის დეპარტამენტის უფროსს პინხას ავივის შეხვდება. 14-17 მარტს შედგება ქართული პარლამენტის სპიკერის დავით ბაქრაძის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში. 16 მარტს იგი ქნესეთს ეწვევა, სადაც მას თავისი კოლეგა რეუვენ (რუბი) რივლინი მიიღებს. ბაქრაძე მოინახულებს კატასტროფისა (ჰოლოკოსტისა) და გმირობის ეროვნულ მემორიალ „იად ვაშემს“, შემდეგ კი „ისრაელის მუზეუმს“ - ისრაელის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ ინსტიტუტს, სადაც მკვდარი ზღვის გრაგნილები, ასევე იუდაიკის უზარმაზარი კოლექცია ინახება. ბაქრაძე, რომელსაც თან ეხლება რამდენიმე დეპუტატი პარლამენტთშორისი ასოცაცია „საქართველო-ისრაელიდან“, შეხვდება ასევე საგარეო საქმეთა სამინიტროს ევრაზიისა და ცენტრალური ევროპის უფროსს პინხას ავივის. იგი ესტუმრება საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის თემაზე ბრიფინგი გაიმართება. 38 წლის ბაქრაძეს თანამდებობა 2008 წლიდან უკავია. 2008 წლის 24 იანვრიდან 2008 წლის 5 მაისამდე იგი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 2007 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში კი კონფლიქტების დარეგულირების მინისტრი. უმაღლესი განათლება მან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო და მანდვე დაიცვა ფიზიკურ-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებელი დისერტაცია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1516.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 მარ. 2011, 15:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.