ეკონომიკა: საქართველოს ეროვნული ბანკის ექს-უფროსი პენსიების გაზრდას მოსახლეობის მოტყუებად მიიჩნევს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ეკონომიკური საკითხების ექსპერტი ნოდარ ჯავახიშვილი 1 სექტემბრიდან 100 ლარამდე პენსიების გაზრდას მოსახლეობის მოტყუებად მიიჩნევს. „ეს კიდევ ერთი სერიოზული ტყუილია. თავიდან ხალხს პენსიის გაზრდას 100 დოლარამდე დაპირდნენ, ახლა კი 100 ლარამდე უზრდიან და ისიც პირველი სექტემბრიდან. 100 ლარი, თავისი მსყიდველობითი უნარიანობის მიხედვით, ამჟამინდელ 80 ლარზე ნაკლები იქნება“, - აღნიშნა მან. ექსპერტის თქმით, ინფლაციის გათვალისწინებით პენსია მხოლოდ ნომინალით გაიზრდება და არავითარ შემთხვევაში არ გაიზრდება მისი მსყიდველობითი უნარიანობა. „პენსიას ნომინალით ზრდიან, ვინაიდან რეალურია, რომ სექტემბერში გადახდილ 100 ლარად, რომელიც სრულიად შესაძლებელია არც გადაიხადონ, ხალხი ნაკლები პროდუქტის შეძენას შეძლებს, ვიდრე დღევანდელ 80 ლარად“, - აცხადებს ჯავახიშვილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, რუსთავში პენსიონერებთან შეხვედრაზე, სექტემბრიდან პენსიების 100 ლარამდე გაზრდის შესახებ განაცხადა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1512.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 მარ. 2011, 15:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.